воскресенье, 21 мая 2017 г.

ელექტრონული რესურსი "ცრუ"

                                



         
ქუთაისი  შ.პ.ს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის  დაწყებითი კლასების მასწავლებელის
ნინო ნონიაშვილის
სასწავლო  რესურსის   რეფლექსია
ელექტრონული  წიგნი: „ცრუ „
III  კლასი
მოსწავლეთა ასაკი: 7-8 წელი
რესურსი ატვირთულია ჩემს პირად ელექტრონულ პორთფოლიოზე (http://tamashebi86.blogspot.com/)
მიზანი : (ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით)
    წინარე ცოდნა- თემატურ -კალენდარული გეგმის მიხედვით ქართულ ენაში შევისწავლეთ ხალხური ზღაპარი „ლომი და კურდღელი“.  ზღაპარში კარგად ჩანს, როგორ შეძლო კურდღელმა ლომისგან თავის დაღწევა ტყუილითა და მოხერხებულობით. მან გადაარჩინა საკუთარი თავიც და მეგობრებიც. მოსწავლემ არ უნდა იფიქროს ,რომ ტყუილი გასამართლებელი,კარგი და მისაღები მაგალითია. იმის დასამტკიცებლად, რომ ტყუილი ხშირად მავნებელია და მას შეუძლია ზიანი მოუტანოს ადამიანს შევასწავლი ი.გოგებაშვილის მოთხრობას „ცრუ“.  სწორედ ზემოთ აღნიშნულმა განაპირობა შემექმნა რესურსი, რომელსაც ბავშვები დამოუკიდებლად დაამუშავებდნენ დავალების სახით.
     გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებმა დაინახონ ,თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ტყუილის თქმას, არა მარტო საკუთარი თავისთვის, ასევე გარშემო მყოფებისთვის. მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს    წაკითხვა, მოისმინოს  ტექსტი და  გაიაზროს შესასწავლი მასალა, ტექსტზე დაყრდნობით დაახასიათოს პერსონაჟი.გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება  პერსონაჟის   და მისი მოქმედების მიმართ.

  ესგ. სტანდარტი

 ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა თანამიმდევრობის მიხედვით;
·       ამოიცნობს პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას
·         აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს (კეთილია / ბოროტია; კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა და ა.შ.);

ქართ.  I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მინიშნებებზე, ილუსტრაციებზე და ა. შ. დაყრდნობით გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
·         წინასწარ მიცემული გეგმის / ინსტრუქციის მიხედვით  გადმოსცემს ფაქტებს.

ქართ. I. 8. მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის მარტივი ტექსტის (მაგ.,  ინსტრუქციის, მენიუს, საყიდლების სიის, აბრისა და ა.შ.)  წაკითხვა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         დამოუკიდებლად იგებს სავარჯიშოს პირობას;
·         იგებს და ასრულებს მარტივი ენით დაწერილ სამ ან ოთხსაფეხურიან ინსტრუქციებს  
·         ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას.

·         ქართ. I. 14. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადებების შედგენა ნაცნობ თემებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წერის პროცესში სათანადოდ იყენებს საგნების, მათი თვისებებისა და მოქმედების გამომხატველ სიტყვებს;
·         წერილობით პასუხობს მარტივ კითხვებს;






რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
    რესურსი „ცრუ“ მომზადებულია PowerPoint-ის საპრეზენტაციო მასალის გამოყენებით. 
     აღნიშნული  რესურსი  მრავალჯერადია და გამოადგებათ ქართულის ენის მასწავლებლებს დაწყებით  კლასებში. ასევე არის მრავალფუნქციური,შესაძლებელია მასწავლებელმა გამოიყენოს ბნებისმეტყველებაში შინაური და გარეული ცხოველების კლასიფიკაციისთვის, შინაური და გარეული ცხოველების კვებაზე ყურადღების გასამახვილებლად, ვინაიდან ტექსტში კარგად ჩანს , რომ გარეული ცხოველები მტაცებლები არიან და იკვებებიან ხორცით, ხოლო შიანური  ცხოველები -  მცენარეებით.
     შესაძლებელია გამოვიყენოთ მათემატიკაში, თუ კი შევთავაზებთ ამოცანას მსგავსი შინაარსით, ამოცანის გაფორმებაში კი ეს მოთხრობა დაეხმარება. მაგალითად:  ბიჭს ყავდა 5 ცხვარი( ვიდეოში ჩანს ბიჭ 5 ცხვრით), მგელმა შეჭამა ცხვრები და დარჩა 3, რამდენი ცხვარი შეჭამა მგელმა?
     ეს რესურსი გამოიყენება შებრუნებული გაკვეთილის დროს. გაკვეთილზე ელექტრონულ წიგნს,,ცრუ“ გადავუგზავნი მოსწავლეებს როუტერის დახმარებით. მასალა კლასში არ მუშავდება.მოსწავლეები სახლში დამოუკიდებლად წაიკითხავენ შესასწავლ მასალას. დაამუშავებენ, შეასრულებენ მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებას.
დავალება შედგება სამი ნაწილისგან.
1.     დაწერეთ სიტყვა „ცრუს“ მსგავსი და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები.
2.     შეავსე ცხრილი : რა მოგეწონა მოთხრობაში და რა არ მოგეწონა
3.     დაარქვი მოთხრობის მთავარ გმირს სახელი . რას ურჩევდი მას?
    მეორე დღეს  მასალა კლასში დამუშავდება.



                                  მიღწეული შედეგები:
      ჩემ    მიერ  შექმნილი    ელექტრონული    რესურსის   სასწავლო პროცესში    გამოყენების   შედეგად   გაიზარდა   მოსწავლეთა ჩართულობა,   მოტივაცია   და  ინტერესი   შესასწავლი  საკითხის მიმართ.  მოსწავლეებმა   უკეთ   აღიქვეს   და ისწავლეს,  რადგან ინფორმაცია   ვიზუალურადაა    გაფორმებული,   ტექსტი   და ილუსტრაციები   შერწყმულია   მოსწავლეთა    ყურადღების კონცენტრირებისათვის.  ყოველივე   ეს   მათ   დაეხმარათ  შინაარსის  უკეთ   გაგებაში.  ამაღლდა მოტივაცია შესასწავლი საკითხის და საერთოდ, საგნის მიმართ. სწავლის   პროცესი   უფრო  საინტერესო  გახდა   როგორც მოსწალეებისთვის,  ისე   მასწავლებლისთვის,  ვინაიდან  მოსწავლეებისათვის  უფრო ნათელი და გასაგები იყო  შესასწავლი მასალა.
    მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეძლეს დავალების შესრულება ამოკრიბეს მოთხრობიდან საჭირო ინფორმაცია.შეუძლიათ მოცემული სიტყვის მსგავსი და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვების დასახელება.
 შეაფასეს პერსონაჟის ცუდი ქცევა და სათანადო დარიგებაც მისცეს.

     მე თვალნათლივ   დავინახე   ჩემი   შრომის   დადებითი   ნაყოფ. ე   გავხდი  უფრო    ინფორმირებული,   უფრო მობილური, მოტივირებული .  შედეგიც მოერგო  მხოლოდ  მოსწავლის  ინტერესებსა და  საჭიროებებს.





1 комментарий: